ახალი ამბები

გლობალურ წესრიგს უდიდეს საფრთხეს არა ჩინეთი, არამედ რუსეთი უქმნის – ბობო ლო

5 სექტემბერი, 2022 • 875
გლობალურ წესრიგს უდიდეს საფრთხეს არა ჩინეთი, არამედ რუსეთი უქმნის – ბობო ლო

მწერალი, საგარეო ურთიერთობების ექსპერტი, ჩინური წარმოშობის ავსტრალიელი პროფესორი ბობო ლო აცხადებს, რომ საერთაშორისო წესრიგს რუსეთის ფედერაცია უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ჩინეთი.

ბობო ლომ, რომელიც ამჟამად კვლევითი ცენტრის, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA-ს) წარმომადგენელია, თბილისში, EPRC-ის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციას უკრაინასთან ომი არ წაუგია და „შედეგებს მომავალში ვნახავთ“, თუმცა ომმა უკვე გამოაჩინა რამდენიმე რეალობა, მათ შორის ის, რომ:

„გლობალურ წესრიგსა და მმართველობას უდიდეს საფრთხეს არა ჩინეთი, არამედ რუსეთი უქმნის“.

ბობო ლოს თანახმადვე, ომმა აჩვენა, რომ „ჩინელების და რუსების ინტერესები იგივე არ არის და მათი ერთ, ავტორიტარულ ჯგუფად წარმოჩენა არასწორია არა მხოლოდ ინტელექტრუალურად, არამედ პოლიტიკურადაც“.

ექსპერტის თქმით, „ჩინეთი, – რომელსაც, მართალია, სურს, გლობალური წესრიგი მისთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, – აფასებს საერთაშორისო წესრიგის იდეას“, რუსეთი კი – არა.

„რუსეთი ძალიან განსხვავებულია. რუსეთი ერთგვარი ანარქისტული ძალა საერთაშორისო სისტემაში. რუსეთს არ ანაღვლებს არსებული სისტემა, მას მისი მიწასთან გასწორება სურს. მას სჯერა ანარქიისა, რადგან რაც უფრო ანარქისტული იქნება მსოფლიო, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთმა თავდაპირველად მხარი დაუჭირა რუსეთს, მას რეალური დახმარება არ გაუწევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი