პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ქართველი პოლიტიკოსები ტვიტერზე ერთსიტყვიანი პოსტების ცნობილ ტრენდს შეუერთდნენ.

დამოუკიდებლობა – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ერთიანობა – დაწერა ყოფილა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

დეოლიგარქიზაცია – დაწერა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.


მატარებლების კომპანიის მიერ შეცდომით გამოქვეყნებულმა პოსტმა ტვიტერზე, მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტრენდი გამოიწვია სოცქსელებში, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდნენ.

სხვადასხვა კომპანია, პოლიტიკოსი თუ ცნობილი სახე მეორე დღეა ტვიტერზე ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებს.

მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწერა: დემოკრატია, ვშინგტონ პოსტმა – news (ახალი ამბავი), ვოლოდიმირ ზელენსკიმ – თავისუფლება და ა.შ.

ეს ყველაფერი აშშ-ში დაწყებული ტრენდის ამბავია, რომელიც მატარებლების კომპანია Amtrak-ის გვერდის ადმინისტრატორის მიერ შეცდომით გამოქვეყნებულ პოსტს მოყვა. Amtrak-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა ერთსიტყვიანი პოსტი: “მატარებლები”, რამაც სოცქსელებში სახალისო რეაქციები გამოიწვია. ამ კონკრეტულ პოსტს 170 ათასი მოწონება და 20 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.