ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობაში ჯარიც ჩაერთვება

2 სექტემბერი, 2022 • 670
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობაში ჯარიც ჩაერთვება

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალებიც ჩაერთვება. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი