ახალი ამბები

პუტინი გორბაჩოვის დაკრძალვას არ დაესწრება

1 სექტემბერი, 2022 • 1150
პუტინი გორბაჩოვის დაკრძალვას არ დაესწრება

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის ერთადერთი რეალური პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას არ დაესწრება.

კრემლის თანახმად, მიზეზი პუტინის სამუშაო განრიგია.

მიუხედავად ამისა, პუტუნი სამძიმრის გამოსახატად მაინც მივიდა.

გორბაჩოვი 30 აგვისტოს გარდაიცვალა. მის სახელს საბჭოთა კავშირის დაშლა უკავშირდება, თუმცა თავად გორბაჩოვს არა დაშლა, არამედ „გარდაქმნა“ ჰქონდა ჩაფიქრებული.

გორბაჩოვი, ედუარდ შევარდნაძესთან და სხვა საბჭოთა და დასავლელ ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა ევროპაში დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, რისი ლოგიკური შედეგიც ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება იყო.

გორბაჩოვის მმართველობის დროს სასტიკად გაუსწორდნენ მომიტინგეებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ბალტიის ქვეყნებში.

რუსეთის პრეზიდენტი არც ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო, რომელიც მოსკოვში მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.

გორბაჩოვი ბოლო პერიოდში პუტინის აქტიური კრიტიკოსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი