ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრიუსელში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

31 აგვისტო, 2022 • 1476
ბრიუსელში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების, ნიკოლ ფაშიანისა და ილჰამ ალიევის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დემარკაციის, საზღვრის უსაფრთხოების, მთიანი ყარაბაღის პრობლემების, ტყვეების გაცვლის, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებისა და ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრეს. შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით  ოფიციალური წყაროებით არ  გავრცელებულა.

ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდებიან. იქამდე კი მხარეებს შორის საგარეო მინისტრების დონეზე გაიმართება.

აქამდე მსგავსი ფორმატის შეხვედრების შემდეგ გავრცელებული ცნობით, ფაშინიანმა და ალიევმა ვალდებულება აიღეს, სწრაფად დაიწყონ ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭირო ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ სვლა, თუმცა, რა საკითხები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბაქო იქამდე ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, რაც სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი