5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა თურქეთში, ბურსას პროვინციაში მომხდარი ავარიის შედეგად. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი კლდიდან გადავარდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა მძღოლი და 4 მგზავრი.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
წინა კვირას გაზიანთეფსა და მარდინში მომხდარი ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.