შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხმა” გაავრცელა.
შსს-ის ცნობით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა.
“ამჟამად დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს უწყებაში.