უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ მათ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას განაცხადეს.
“დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი გმირი ახალგაზრდა, დაიღუპა ბრძოლაში. ის გარდა დაჭრილია სამი ქართველი და ერთი უკრაინელი. საავადმყოფოში იმყოფებიან და კარგად არიან. ყოველდღიურად ხდება შეტაკებები საკონტაქტო ბრძოლები, დაბომბვები, ე.წ. არტილერია მუშაობს”, – თქვა ფარულავამ.
ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაღუპულის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს.