ახალი ამბებირეკლამა

რე|ბანკი საყოველდღეო საყიდლების სექტორში უმსხვილეს პარტნიორს იმატებს

26 აგვისტო, 2022 •
რე|ბანკი საყოველდღეო საყიდლების სექტორში უმსხვილეს პარტნიორს იმატებს

ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელი კარფური უკვე რე|ბანკის პარტნიორია და ტოპ|ქარდით გადახდისას საქართველოს მასშტაბით კარფურის ნებისმიერ ობიექტში გადახდილი თანხა თანაბრად გადანაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარის დანამატის გარეშე.

ამასთან, ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელი კარფური ავტომატურად ერთვება Mastercard-ის და რე|ბანკის ერთობლივ ქეშბექის აქციაში და 31 აგვისტოს ჩათვლით ქსელში გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს ტოპ|ქარდის ბალანსზე დაუბრუნდება. ქეშბექის და თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს My Club ლოიალობის ბარათის გამოყენების შემთხვევაშიც.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი ყოველდღიური შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით. 

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება. 

რე|ბანკს უკვე 2,500-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით გადახდისას თანხის გადანაწილება რანდენიმე თვეზეა შესაძლებელი. რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებგვერდზე https://rbnk.ge/3PQcxTN , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში: 

  • თბილისი, პეკინის გამზირი #19
  • თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

მასალების გადაბეჭდვის წესი