უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში, ოკუპირებულ კადიივკაში უკრაინულმა არტილერიამ რუსეთის ბაზაზე განახორციელა შეტევა. ეს ბაზა სასტუმრო „დონბასში“ იყო განთავსებული.
შედეგად, უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა რუსეთის ელიტური საჰაერო დესანტის 200-მდე ჯარისკაცი. ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰიი ჰაიდაის განცხადებით, სასტუმროს რუსი სამხედროები ბაზად იყენებდნენ 2014 წლიდან:
„დროებით ოკუპირებულ კაიდიივკაში (სრახანოვი) უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის ბაზა გაანადგურეს, რომელიც სასტუმრო „დონბასში“ ჰქონდათ მოწყობილი. საჰაერო დესანტის 200 ელიტარული ჯარისკაცი მკვდარია“, – წერს ჰაიდაი „ტელეგრამში.
რუსული მედიის ინფორმაცით, 26 აგვისტოს დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კადიივკას მიმართულებით „ჰაიმარსის“ ტიპის არტილერიით 10-ჯერ გაისროლეს.