ახალი ამბები

15 წლის მოზარდის ორსულობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

26 აგვისტო, 2022 •
15 წლის მოზარდის ორსულობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 15 წლის მოზარდი ორსულადაა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე 8 თვის ორსულია. ნეტგაზეთი მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუ რა მუხლით მიმდინარეობს ძიება.

საქმეში ასევე ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ბავშვთან და ოჯახთან მუშაობენ სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

უწყებაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აგრძელებს მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი