რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 2.04 მილიონ ადამიანამდე გაზრდება.
პუტინის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას პროკრემლისტური გამოცემა, RIA Novosti ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და შემადგენლობის 2 039 758-მდე გაზრდას ითვალისწინებს, რომელთა შორის 1,150,628 სამხედრო მოსამსახურე იქნება. შედეგად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პერსონალის რაოდენობა 137,000-ით გაიზრდება.
RIA Novosti აღნიშნავს, რომ ბრძანება ძალაში 2023 წლის პირველი იანვრიდან შედის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ წინა ბრძანების მიხედვით, რომელიც პუტინმა 2017 წელს მიიღო, შემადგენლობა 1,902,758 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 1 013 628 სამხედრო მოსამსახურით.