ახალი ამბები

უკრაინას ნორვეგიულ მიკროდრონებს გადასცემენ

24 აგვისტო, 2022 • 1853
უკრაინას ნორვეგიულ მიკროდრონებს გადასცემენ

ნორვეგია და ბრიტანეთი უკრაინას ნორვეგიული წარმოების მიკროდრონებს გადასცემენ, რომელიც „შავი კრაზანის“ სახელითაა ცნობილი.

ნორგვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკა 90 მილიონი ნორვეგიული კრონის ღირებულების იქნება, რაც დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარია. უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინას გადასცემენ როგორც მოწყობილობებს, ასევე მოამარაგებენ მისი სათადარიგო ნაწილებით. დახმარების პაკეტში შედის უკრაინელი სამხედროების გადამზადება და წვრთნაც.

განცხადებაში ნორვეგიის მთავრობა აღნიშნავს, რომ ნორვეგიული წარმოების დრონები ლიდერია მსოფლიო ბაზარზე და გამოიყენება ბევრ მოკავშირე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში.

აღნიშნული დრონები, უწყების ცნობით, სამიზნის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება და მარტივია სამართავად.

მწარმოებლის მიერ მითითებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დრონები თითქმის არ გამოსცემენ ხმას და აქვთ მინიმალური წონა. მათი საფრენი დრო 25 წუთს შეადგენს და HD ხარისხში ლაივ ვიდეოებისა და ფოტოების გაგზავნა შეუძილია.

გარდა ამისა, ნორვეგიის მთავრობა აცხადებს, რომ მომავალში უკრაინისთვის გადასაცემად იგეგმება დრონების საწინააღმდეგო სისტემის შეძენაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი