ახალი ამბები

როგორ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

24 აგვისტო, 2022 •
როგორ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 31 წლის წინ, ამ დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რასაც სამი თვის შემდეგ რეფერენდუმიც მოჰყვა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურნენ საქართველოშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მათი სანიმუშო ბრძოლა თავისუფლებისთვის გამოკვეთს დამოუკიდებლობის დიდ ღირებულებას:

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინას დამოუკიდებლობა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. პრეზიდენტმა აღნიშა, რომ საქართველო და უკრაინა მოძმე ერები არიან, რომლებსაც მსგავსი გასაჭირი აქვთ:

„ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ყოველთის ერთად ვიდგებით, დიდება უკრაინას!“ – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი უკრაინელ ხალხს „ომის ამ მძიმე დროს მშვიდობას და კეთილდღეობას“ უსურვებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი