ახალი ამბები

ლუკაშენკო უკრაინელებს ულოცავს და მშვიდობიან ცას უსურვებს

24 აგვისტო, 2022 • 767
ლუკაშენკო უკრაინელებს ულოცავს და მშვიდობიან ცას უსურვებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც რუსეთს ნება დართო, უკრაინას მისი ქვეყნის ტერიტორიიდან დასხმოდა თავს, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი უთანხმოებები ვერ შეძლებს დაანგრიოს ორ ხალხს შორის მეგობრობის საუკუნეებით დათარიღებული ფუნდამენტი. ბელარუსი გააგრძელებს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კავშირებს ყველა დონეზე“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინელებს მშვიდ ცას, ტოლერანტობას, სიმამაცეს, სიძლიერესა და ღირსეული ცხოვრების აღდგენის საქმეში წარმატებას უსურვებს.

ბელარუსის ლიდერი უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე აცხადებდა, რო ის სწრაფად დასრულდებოდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ არ ეგონა, ომი ასე თუ გახანგრძლივდებოდა.

ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსულმა ჯარებმა უკრაინას შეუტიეს კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის ოლქების მიმართულებიდან, თუმცა, მოგვიანებით უკან დახევა მოუწიათ.

ომის მიმდინარეობისას არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა, ბელარუსი ომში ჩართვას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე, მინსკი ომში პირდაპირ არ ჩართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი