ახალი ამბები

ვერტმფრენის ჩართულობა 19 აგვისტოსვე ცეცხლის კერებს ვერ შეამცირებდა – თავდაცვის მინისტრი ბორჯომზე

22 აგვისტო, 2022 •
ვერტმფრენის ჩართულობა 19 აგვისტოსვე ცეცხლის კერებს ვერ შეამცირებდა – თავდაცვის მინისტრი ბორჯომზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი 19 აგვისტოს რომ ჩართულიყო, ცეცხლის კერებს ვერ შეამცირებდა. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 22 აგვისტოს, ჟურნალისტებთან განაცხადა:

“სტიქიას ჰყავს შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები, რომლებიც აფასებენ რისკს და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სახის ტექნიკაა იმ ეტაპზე საჭირო, რომ ჩაერთოს. ვერტმფრენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19-შივე”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რისკები შემცირებულია და ცეცხლის კერები, რომელიც შეიძლება გავრცელებულიყო დასახლებულ პუნქტებზე, ლოკალიზებულია.

ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტყეში მეოთხე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი