ახალი ამბები

რუსეთში ჩინური რობოტი ძაღლი, რომელიც ალიექსპრესზე იყიდება, ადგილობრივი წარმოების საბრძოლო მანქანად წარადგინეს

16 აგვისტო, 2022 •
რუსეთში ჩინური რობოტი ძაღლი, რომელიც ალიექსპრესზე იყიდება, ადგილობრივი წარმოების საბრძოლო მანქანად წარადგინეს

რუსეთის მიერ შეიარაღების ფორუმზე წარმოდგენილი რობოტი „ალიექსპრეზე“ გაყიდვადი სათამაშო აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Insider ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსული შეიარაღების 2022 წლის ფორუმზე საზოგადოებას წარუდგინეს ანტისატანკო შეიარაღებით აღჭურვილი რობოტი, რომელსაც, წარმდგენების თქმით, იარაღის გადაადგილება და სროლა შეუძლია. პროკრემლისტური გამოცემა RIA Novosti-ს ცნობით, რობოტი RPG-26 ტიპის ანტისატანკო სისტემითაა აღჭურვილი და რუსულმა კომპანიამ Intellect Machines JSC. შექმნა.

პრეზენტაციაზე რობოტი შავი კოსტუმით იყო შემოსილი, თუმცა, The Insider-ის თქმით, ძნელი გამოსაცნობი არ ყოფილა, რომ სინამდვილეში ეს იყო ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული რობოტი, რომლის ყიდვაც ონლაინ 2 700-3 500 აშშ დოლარადაა შესაძლებელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რობოტი ძაღლი Go1 უკვე დიდი ხანია ბაზარზეა და მისი დანიშნულება კომპანიონობაა, მეტი,ც ის სათამაშოების კატეგორიაში იყიდება.

რაც შეეხება მახასიათებლებს, საიტზე მითითებული მონაცემების მიხედვით, რობოტს სამ კილომდე ტვირთის ტარება შეუძლია და 17 კმ.სთ სიჩქარეს ინარჩუნებს 4- საათიანი დატენვის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის მსგავსად, რობოტის შესაძლებლობებს რეალური მწარმოებლებიც აბუქებენ, ვინაიდან, მიუხედავად მწარმოებლის მიერ მითითებული შესაძლებლობებისა, მომხამრებლები ამბობენ, რომ ერთი დატენვით მოწყობილობა მხოლოდ 30 წუთს ძლებს და მაქსიმალური სიჩქარე, რომლის განვითარებაც შეუძლია, 4-5 კილომეტრ/საათს არ აღემატება.

ამასთან, The Insider აღნიშნავს, რომ რობოტს არც მძიმე ტვირთის გადატანა შეუძლია, RPG-26 კი 4.7 კილოგრამს იწონის. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მის ძალებს აღემატება სველ ან ტალახიან ნიადაგზე გადაადგილება. ის ასევე არ არის აღჭურვილი სიგნილის დაცვის სისტემებით, შესაბამისად, მისი დაჰაკვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი