ახალი ამბებირეკლამა

ევროპროდუქტი რე|ბანკის პარტნიორია

16 აგვისტო, 2022 • 796
ევროპროდუქტი რე|ბანკის პარტნიორია

რე|ბანკის პარტნიორების რიცხვს მარკეტების ქსელი, ევროპროდუქტი შეუერთდა, სადაც წამყვანი ევროპული ბრენდების  2000-მდე სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი.

რე|ბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტები ევროპროდუქტის ნებისმიერ ფილიალში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმშიზუგდიდში, ბაკურიანსა და თელავში.

ტოპ|ქარდით გადახდილი თანხა 3 ტოლ ნაწილად გაიყოფა, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. უფრო მეტიც, 31 აგვისტოს ჩათვლით ევროპროდუქტის ქსელში ტოპ|ქარდით გადახდაზე 10% ქეშბექის სახით დაბრუნდება.

თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს ფასდაკლებულ პროდუქტებზე და ასეველოიალობის ბარათის გამოყენების შემთხვევაშიც.

ევროპროდუქტთან დამეგობრება რე|ბანკის დაბადების დღის აქციას დაემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 აგვისტოს ჩათვლით, დანახარჯი გადანაწილდება სტანდარტულ პირობას +3 თვეზე, ანუ 6 თანაბარ ნაწილად.

 

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლის აღება სრულიად უფასოა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით სასურველი ნივთის შეძენისას ხარჯები რამდენიმე თვეზე ნაწილდება, ყოველგვარი ნამატის გარეშე

ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა, რომელიც ერთხელ მტკიცდება და მისი გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი. დამტკიცებული თანხის განაღდება საქართველოში და საზღვარგარეთ ნებისმიერი ბანკომატიდან არის შესაძლებელი

რე|ბანკის პარტნიორი მაღაზიების სია ყოველდღიურად იზრდება, უკვე 2,000-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში ნაწილდება ხარჯები გონივრულად, ესენია: აფთიაქები, სუპერმარკეტები თუ ბენზინგასამართი სადგურები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა

ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი პარტნიორ მაღაზიებში თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525. 

ტოპ|ქარდის მოთხოვნა შესაძლებელია ონლაინ: https://rbnk.ge/3w6LXyq, ასევე, რე|ბანკის ფილიალებსა და გაყიდვის წერტილებშიhttps://rebank.ge/services 

ბარათის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულებას არაფერი ემატება და 6 თვეზე თანაბრად ნაწილდება. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალით გადახდისას ან ონლაინ, საქართველოში თუ საზღვარგარეთ

ევროპროდუქტის ფილიალები იხილეთ აქ.  

სასიამოვნო და კომფორტულ შოპინგს გისურვებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი