ახალი ამბები

17 წლის ბიჭმა 19 წლის მეგობართან ერთად დედა მოკლა – შსს

14 აგვისტო, 2022 •
17 წლის ბიჭმა 19 წლის მეგობართან ერთად დედა მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ შაბათს, 13 აგვისტოს, თბილისში 17 წლის პირმა 19 წლის მეგობართან ერთად საკუთარი დედა მოკლა.

გამოძიების ვერსიით, 17 წლის ბიჭმა შაბათს „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე“ საკუთარ სახლში დედას, 35 წლის ქალს, დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში მას თავისი მეგობარი ეხმარებოდა“, – ამბობენ შსს-ში.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ორივე ბრალდებული დაკავებულია.

შვილს ბრალს წარუდგენენ „ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის“ მუხლით, ხოლო მეგობარს – „ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლით.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი