რე|ბანკი უკვე სამი წელია, რაც ქართულ საბანკო სივრცეში გამოჩნდა თავისი გამორჩეული ბრენდული სტილით და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის სასარგებლო პროდუქტებით: ტოპ|ქარდი, რე|ბანკის სესხი, რეფინანსირების სესხი და ანაბარი. ბანკი დინამიურად განაგრძობს ზრდას და მალე ახალ საინტერესო პროდუქტებსაც შესთავაზებს მომხმარებლებს.
რე|ბანკის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 2 კვირის განმავლობაში 8-21 აგვისტოს ჩათვლით რე|ბანკის ყველა პარტნიორ ობიექტში ტოპ|ქარდით გადახდისას იმოქმედებს რეკომენდებულ ვადებზე დამატებით 3 თვით გადანაწილება. ყველაზე ხშირად მოხმარებად ნივთებზე და მომსახურებებზე იქნება ეს ფარმაცია და ბავშვის მოვლა, საწვავი, სურსათი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პარფიუმერია თუ თავის მოვლის საშუალებები – ტოპ|ქარდით გადახდისას იმოქმედებს 6 თვიანი გადანაწილება (3-ის ნაცვლად), ხოლო ტექნიკაზე, ავეჯზე, სარემონტო მასალებზე და სხვა მომსახურებებზე 6-12 თვემდე უპროცენტო გადახდა, ეფექტური 0%.
რე|ბანკის 2000-ზე მეტი პარტნიორის სრული სია და რეკომენდებული ვადები, რომლებსაც აქციის ფარგლებში დაემატება 3 თვე, არის ვებგვერდზე.
რა არის ტოპ|ქარდი და როგორ ხდება მისი აღება?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3dbhzMY , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:
- თბილისი, პეკინის გამზირი #19
- თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
- ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
- ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5
ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება: ონლაინ ადგილობრივ ან უცხოურ საიტებზე (amazon, asos, trendyol, booking.com და ა.შ.) თუ ფიზიკურად გადახდისას, ხარჯი 6 თვეზე თანაბრად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე.