ახალი ამბები

აქცია ამერიკის საელჩოსთან

21 აპრილი, 2010 • 1251
აქცია ამერიკის საელჩოსთან

ამერიკის საელჩოსთან დღეს, დაახლოებით 10–15 კაცი შეიკრიბა, –რეჟისორი ზაზა რუსაძე და მოძრაობამ „შემოგვიერთდი“  აქცია–პერფორმანსი გამართა.

ფოტო: ნინო კახიშვილი
ფოტო: ნინო კახიშვილი

“ჩვენ არ დავუშვებთ რომ გუანტანამოს ციხიდან ჩამოყვანილმა პატიმრებმა, მაგალითად,  ვაგზლის მოედანზე ან “დეზერტირების“ ბაზრობაზე თავები აიფეთქონ“, –აცხადებს რეჟისორი ზაზა სვანაძე.  მან იმ  პოტენციურ საფრთხეებზე ილაპარაკა,  რომელიც, აქცის მონაწილეების თქმით,  ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ემუქრება.

როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, აქციის გამართვის მიზანი გუანტანამოს საპყრობილედან საქართველოში სამი პატიმრის გადმოყვანაა.  მონაწილები თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, რომ პატიმრები უკან დააბრუნონ და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლო საფრთხე აარიდონ.  

როგორც აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ თქვა, აქციაში მონაწილეობას, როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იღებს.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი