30 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია გარდაიცვალა.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ავარია მარტყოფთან მოხდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრში ინფორმაციას ადასტურებენ.
პრესცენტრის თანახმად, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
საპატრიარქოს პრესცენტრის ცნობითვე, ავტომობილს [სავარაუდოდ, ეპისკოპოსის] მძღოლი მართავდა.