მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა 28 ივლისს, გამთენიისას მოხდა.
მკვლელობის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის პრესსამსახურშიც აღნიშნავენ, რომ მომხდარს სსკ-ის 108-ე(განზრახ მკვლელობის) მუხლით იძიებენ.
უწყების თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.