ლათინოამერიკელი მომღერლის, შაკირას წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს გადასახადების დამალვის საქმეზე. მომღერალს ესპანეთის პროკურატურა ედავება სახელმწიფოსთვის 14.5 მილიონი ევროს გადასახადების დამალვას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობების ჯგუფი.
მისი ადვოკატების თქმით, მომღერალმა ესპანეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება სურს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო.
2018 წელს შაკირას პროკურატურამ ბრალი დასდო მისი ცნობილი ჰიტის Hips Don’t Lie გაყიდვებიდან 2012-14 წლებში მიღებული შემოსავლების გადასახადების დამალვაში. შაკირას ადვოკატები ამბობენ, რომ მან ეს გადასახადები გადაიხადა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება.