ახალი ამბები

ომზე საუბარი ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას ემსახურება – გიგაური ივანიშვილის წერილზე

27 ივლისი, 2022 • 971
ომზე საუბარი ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას ემსახურება – გიგაური ივანიშვილის წერილზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის აზრით, ომში ჩართვაზე როტორიკა ემსახურება ორ მიზანს – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდან ყურადღების გადატანას და დასაველთან ურთიერთობის გაფუჭებას.

ამის შესახეb გიგაურმა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა.

“მათ უნდათ, რომ ჩვენ ყურადღება გადავიტანოთ მნიშვნელოვანი საკითხიდან, რაც არის ევროკავშირის სტატუსი და ის, თუ როგორ მივიღოთ ეს სტატუსი. ასე რომ, ომთან დაკავშირებით საუბარი ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას. ეს არის ერთი მიზანი. მეორეა, დასავლელ პარტნიორებთან – ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან – ურთიერთობის გაფუჭება. რაც არ უნდა თქვან, რომ ამას არ აკეთებენ, ისინი ამას აკეთებენ და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში”,- განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, გაუგებარია, როგორ აპირებს მმართველი პარტია კანდიდატის სტატუსის მიღებას რეფორმების გატარების გარეშე.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 27 ივლისს, წერილი გაავრცელა, სადაც საქართველოს “ომში ჩართვის რისკებზე”, შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” მის დავასა და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

წერილი ნახეთ ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი