ახალი ამბები

ესტონეთს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების შეზღუდვა სურს

26 ივლისი, 2022 •
ესტონეთს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების შეზღუდვა სურს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუს, რომელიც ესტონეთის კოალიციურ მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტია „სამშობლოს“ წარმოადგენს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება სურს.

რეინსალუს მიაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო შეზღუდვები ევროკავშირის დონეზე უნდა შეთანხმდეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ განიხილა საკითხი თავის ლატვიელ და ფინელ კოლეგებთან.

„საინტერესოა, როგორ შეუძლიათ რუსი ტურისტების მასებს, გადაკვეთონ დასავლეთ საზღვარი ფინეთის, ლატვიის, ლიტვის გავლით და ეწვიოს ლუვრს საზაფხულო არდადაგებზე მაშინ, როცა უკრაინაში ბავშვებს კლავენ. მორალურად უმწეო სიტუაციაა… იდეა ის არის, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის ნორმალურ პირობებში, როგორც ეს ესტონეთში ხდება. არის ჰუმანიტარული გამონაკლისები, მაგალითად, ალექსეი ნავალნის მოკავშირეებისთვის, რომლებიც ცალკე განიხილება“, — განაცხადა რეინსალუმ.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შენგენის სავიზო წესები, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის რუსი ტურისტების ესტონეთში შესვლის შეზღუდვას, თუ ვიზა გაცემულია შენგენის სხვა ქვეყნის მიერ და ეს საკითხი ევროპულ დონეზე უნდა განიხილებოდეს.

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მიიღებს საპასუხო ზომებს, თუ მის მოქალაქეებს შენგენის ვიზებზე წვდომა შეეზღუდებათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეს ასე არ მოხდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ისეთი ემოციური ხასიათის ქმედებები, რომლებიც არ ჯდება საღ განსჯაში. ასეთი საშიშროება ნამდვილად არ არის გამორიცხული. ეს იქნება ძალიან ცუდი და, ბუნებრივია, მოჰყვება საპასუხო ვარიაციები მოსკოვის მხრიდან“, — თქვა პესკოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი