რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახამდაც, რუსული კომპანიების საზღვარგარეთ მყოფი თანამშრომლების ხელფასებიდან გადასახადები რუსეთის ხაზინაში დაირიცხება. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
“რუსული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლად კლასიფიცირდება ანაზღაურება, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები-დამსაქმებლები საზღვარგარეთიდან დისტანციურად მომუშავე პირებს უხდიან”, — ნათქვამია კანონპროექტში.
The Bell-ის ინფორმაციით, თუ ამჟამად რუსული კომპანიის თანამშრომელი საზღვარგარეთიდან მუშაობს, მისი შემოსავალი რუსული წყაროდან მიღებულად არ ითვლება და გადასახადების გადახდა რუსეთში არ უწევთ.







