დღეს, 24 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.

ადგილობრვი ტელეკომპანიის ცნობით, ტრანსპორტიახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მასში სავარაუდოდ 10-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ამავე ინფორმაციით, არიან დაშავებულები: სავარაუდოდ, 7 ადამიანი, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით.