ახალი ამბები

გამთენიისას 3.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

24 ივლისი, 2022 •
გამთენიისას 3.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან 3.8 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში გახშირებული მიწისძვრებით მოექცა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს დაუკავშირდა და გააქტიურებული სეისმური მოვლენების მიზეზებზე ჰკითხა.

გოდოლაძე აცხადებს, რომ ზოგადად ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.

მისი თქმით, ეს ექსპერტებისთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება, რაც მიწისძვრებში გამოიხატება, და გამომდინარე იქიდან, რომ ჯავახეთის ქედი ვულკანური წარმოშობისაა, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამჯერადაც სეისმური აქტივობების სერია მაგმური პროცესებითაა გამოწვეული.

რატომ ხდება ამდენი მიწისძვრა სოფელ სამებასთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი