ახალი ამბები

ბიშკეკში ანტირუსული ლოზუნგები ისმის

19 აპრილი, 2010 • • 1137
ბიშკეკში ანტირუსული ლოზუნგები ისმის

დღეს დილით ადგილობრივი გლეხების კუთვნილ მიწებზე , სოფელ მაევკსა და ლენინში შეიჭრა 1000–მდე ადამიანი და მიწების განაწილება დაიწყეს.

გლეხების წინააღმდეგობის შემდეგ, მიწების მიმტაცებელთა ტალღამ სოფელ მაევკიში მანქანების და სახლებისთვის ქვების სროლა დაიწყვეს, წერს „რია ნოვოსტი“.

„გაზეტა.რუს“ ცნობით კი მიწების მიმტაცებლები რუსულენოვანი მოქალაქეების სახლებს იტაცებდნენ. „ისინი შემოვარდნენ  და რუსებისგან ითხოვდნენ, რომ აქედან წასულიყვნენ“,–ამბობს სოფლის ერთ–ერთი მოსახლე ქალბატონი.

„იტარ ტასი“ წერს, რომ მიმტაცებლები ბიშკეკის ცენტრთან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან და ანტირუსულ ლოზუნგებს ყვირიან.

ქალაქ ბიშკეკის მერმა, ისა ომურკულოვმა დაარწმუნა მომიტინგეები, მიწების თვითნებურად მიმტაცებლები, შეეწყვიტათ აქცია და დაპირდა ქალაქგარეთ მიწების გადაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი