ახალი ამბები

რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ანაცვლებს – გირკინი

22 ივლისი, 2022 •
რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ანაცვლებს – გირკინი

იგორ გირკინი/სტრელკოვი,  თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გადამდგარი წარმომადგენელი და რუსი სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც 2014 წელს MH17-ის ჩამოგდებაშია ბრალდებული, უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„როგორც ჭკვიანი და კომპეტენტური ხალხი მეუბნება, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ფრონტის ჩვენს მხარეს არსებულ სიტუაციაზე… [რუსეთის] არმია უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე იღებს ჩამნაცვლებლებს“, – წერს გირკინი რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეზე“.

იგი ასევე წერს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც უკრაინის არმია უკან იხევს: „ამჟამად არავინ არსად არ იხევს. მალე გადმოვლენ შეტევაზე“.

გირკინისთვის,- რომელიც საკუთარ თავს „რუს ნაციონალისტს“ უწოდებს, – უკრაინის მთავრობას ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული ტერორიზმის მუხლით.

იგი სანქცირებულია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს განხორციელებული ქმედებების გამო. მას ომის დანაშაულებშიც ედება ბრალი.

კერძოდ, 2019 წელს ნიდერლანდების პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით მოძრავი მალაიზიური თვითმფრინავის, 17-ის ჩამოგდებისათვის, რასაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გირკინი ხშირად წერს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მხარეების ბოლო მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე ასეთია:

მასალების გადაბეჭდვის წესი