ციფრული საყიდლების ველი რე|ბანკის უახლესი პარტნიორია. ტოპ|ქარდის მფლობელებს უკვე შეუძლიათ გონივრულად დაგეგმონ ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენა ისე, რომ დახარჯული თანხა 3 თვეზე, გაძვირების გარეშე გაანაწილონ.
22 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ტოპ|ქარდით veli.store-ზე გადახდისას, ყველა მომხმარებელი, რომელიც 200+ ლარის შენაძენს გააკეთებს, ავტომატურად დაიბრუნებს 50 ლარს ტოპ|ქარდის ანგარიშზე.* ქეშბექის და თანხის გადანაწილების პირობა მოქმედია ყველა სხვა ფასდაკლების ან პრომო კოდის გამოყენების დროსაც.
Veli.Store-ზე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, საოჯახო ნივთები, წიგნები და ა.შ. შეკვეთის მიღების დროს მომხმარებელი ირჩევს და შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, 3 საათში იღებს, მიწოდება კი უფასოა საქართველოს მასშტაბით.
*პირობა არ იმოქმედებს 200 ლარზე ნაკლებ შენაძენზე. თანხა გადახდიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდება ტოპ|ქარდის ბალანსზე.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3aVRalw , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:
- თბილისი, პეკინის გამზირი #19
- თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
- ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
- ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5
ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.