ახალი ამბები

თბილისში საცხოვრებელი ბინები წინა წელთან შედარებით 8.2%-ით გაძვირდა – საქსტატი

22 ივლისი, 2022 • 832
თბილისში საცხოვრებელი ბინები წინა წელთან შედარებით 8.2%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. საქსტატში აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით,  რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 2.2 პროცენტით, ამავე პერიოდში კი, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში -2.4 პროცენტით.

საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით.

საქსტატში აღნიშნავენ, რომ ინდექსის გამოთვლა ლარში ხდება, შესაბამისად, მის დადგენაზე გავლენა ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამაც მოახდინა გავლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი