მარნეულში გოგოს მოტაცების ბრალდებით 33 და 45 წლის პირები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ 2002 წელს დაბადებული ფ.ო. ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.







