ახალი ამბები

UK-ში პრემიერობისთვის ორი კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას

20 ივლისი, 2022 • 808
UK-ში პრემიერობისთვის ორი კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერობისთვის  ბრძოლას ორი კანდიდატი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი აგრძელებენ.

კონსერვატორ დეპუტატებს შორის ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ახლახან გასაჯაროვდა.

საბოლოოდ პარტიის უფრო ფართო კოლეგიამ  მათგან ერთი უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარედ, რაც ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობასაც.

პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა განცხადება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, რაც მისი მთავრობა არაერთმა მინისტრმა და მაღალჩინოსანმა დატოვა.

მაღალჩინოსნების გადადგომის მიზეზი ბორის ჯონსონის მიერ სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულის, კრის პინჩერის დაწინაურება გახდა პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი