ახალი ამბები

ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის რეაბილიტაცია დაიწყო — კალაძე

20 ივლისი, 2022 • 1598
ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის რეაბილიტაცია დაიწყო — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო.

„დავიწყეთ ავლაბრის მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ 20 ივლისს თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ამ სამუშაოების ფარგლებში, კალაძის თანახმად, გათვალისწინებულია:

  • „კონსტრუქციების გამაგრება;
  • დრენაჟის სამუშაოები;
  • ვესტიბიულისა და სამეურენო ოთახების განახლება-რეაბილიტაცია;
  • საინჟინრო ქსელების შეკეთება-განახლება;
  • ინტერიერის, იატაკის, კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
  • ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
  • ჰიდროიზლაციის მოწყობა;
  • მწვანე კედელი, რაც გარე ფასადზე იყო, შენარჩუნდება“.

ამასთან, კალაძის თქმით, მერიამ დაიწყო იქვე არსებული მიმინოსა და ერევნის სკვერების რეაბილიტაცია.

მერის განცხადებით, ამჟამად თბილისის ყველა რაიონში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის გამოც გზების ნაწილი გადაკეტილია. ამისთვის ის ბოდიშს უხდის მოსახლეობას, თუმცა ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ბევრი ადამიანია ქალაქიდან გასული, უამისოდ კი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი