ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, ქართველმა ახალგაზრდებმა გამყოფი ნაგებობები დააზიანეს

15 ივლისი, 2022 • 3296
ცხინვალის ცნობით, ქართველმა ახალგაზრდებმა გამყოფი ნაგებობები დააზიანეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქართული მხრიდან  “სახელმწიფო საზღვარზე” კანონდარღვევის ფაქტებმა იმატა.

ცხინვალის ინფორმაციით, საუბარია 4 და 12 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როდესაც “ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მოანგრია გამყოფი ნაგებობები და უკანონოდ გადაკვეთა გამყოფი ხაზი. ასევე, დე ფაქტო უშიშროების მტკიცებით, მათ მოიპარეს საინფორმაციო ნიშანიc.

“უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი და ორგანიზებული ვანდალიზმის ფაქტი სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკის საზღვრების წაშლის პირდაპირი მცდელობაა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო დიალოგის სურვილს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი