ახალი ამბები

გადადაგა თუ არა ყირგიზეთის პრეზიდენტი

16 აპრილი, 2010 • 1230
გადადაგა თუ არა ყირგიზეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ ყირგიზეთის სცენარი სხვა ქვეყნებშიც განმეორდეს. თუ ეს ქვეყნები გაატარებენ ისეთ პოლიტიკას, როგორსაც ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ატარებდა.

 “ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ნებისმიერი სხვა ტერიტორიაზე, ყირგიზეთის მსგავსი სცენარი შეიძლება განმეორდეს, მსოფლიოში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, თუ ხალხი, რომლებიც უკმაყოფილოები არიან საკუთარი ხელისუფლებით. თუ ხელისუფლება არ მიიღებს სათანადო ზომებს რომ ხალხს მხარი დაუჭიროს, გადაჭრას მათი პრობლემები. ასეთი სცენარი შეიძლება განვითარდეს ყველგან, სადაც ხელისუფლენა ხალხთან კონტაქტს დაკარგავს”,- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან დიმიტრი მედვედევმა.

 ყირგიზეთში 7 აპრილს ყურმანბეკ ბაკიევს და მის ოპოზიციას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ოპოზიციამ დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა და ქვეყნის მმართველობა აიღო თავის თავზე.

 გუშინდელ დღემდე, ყურმანბეკ ბაკიევი, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჯალალაბადში, მის მშობლიურ რეგიონში იმყოფებოდა. თუმცა გუშინ, მედიის ცნობით, ქალაქ ოშში მის გამოსვლისას, სროლის ხმა გაისმა. მედია წერს, რომ იქვე ახლოს ოპოზიციონერები იყვნენ. ბაკიევი სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში. იმავე დღეს ის გადაფრინდა მეზობელ ქვეყანაში, ყაზახეთში ოჯახთან ერთად.

 დღეს დილით, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიევმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. განცხადება ა4 ტიპის ფურცელზე, ხელნაწერი იყო, რუსულ ენაზე.

 ყურმან ბაკიევის ძმა, ახმად ბაკიევი კი ამბობს,რომ განცხადება გადადგომის შესახებ ყალბია.

 “მიმდინარეობს მოლაპარაკაბები საზღვარგარეთ”,-ამბობს ახმად ბაკიევი,”-თუმცა გადადგომის საკითხი ჯერ არ დამდგარა, ეს ფაქსი ყალბია”.

 დროებითი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაკიევმა გადადგომის შესახებ განცხადება ფაქსით გამოგზავნა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი