ახალი ამბები

დამცირება, რომელიც არ ყოფილა

15 აპრილი, 2010 • 1181
დამცირება, რომელიც არ ყოფილა

ჯექსონ დილი უკმაყოფილოა იმით, რომ ობამა არ შეხვდა მებრძოლ ნაციონალისტ დემაგოგს, უფრო ზუსტად კი მსურდა მეთქვა – საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, სამაგიეროდ შეხვდა იანუკოვიჩს, (რომელმაც პირობა დადო, რომ მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანის მარაგებისგან გათავისუფლდება) და სომხეთის და თურქეთის ლიდერებს (რომელთა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში მუშაობს) რა თქმა უნდა მათთან შეხვედრა არ იყო საჭირო, რადგან მათ  მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვთ, საქართველოს კი არა. დილის სტატიაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ მას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაუვრცელებლობის თვალსაზრისით უკრაინის მიერ აღებული ვალდებულება და შესანიშნავად იცის, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და აცნობიერებს, რომ ბირთვული მასალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა მტკიცედ განაგრძობს მომხდარში საქართველოს შეურაცხმყოფელი ელემენტების ძიებას.

ის წერს – „გასულ კვირას ობამამ სააკაშვილს დახმარებისთვის მადლობა სატელეფონო საუბარში გადაუხადა, მაგრამ ამ ზარზე ქართული ანგარიშის თანახმად, ობამას არაფერი უთქვამს საქართველოს სწრაფვაზე ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ან საქართველოს ინტერესზე შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაზე, რათა არ მოხდეს 2008 წლის რუსული ინტერვენციის გამეორება“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადმინისტრაცია ნელ-ნელა ემიჯნება ირაციონალურ, ანტი-რუსულ პოზიციას, რომელიც მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა. სინამდვილეში საქართველოსთვის ეს სასარგებლოა, რადგან მას იმის გაგებას აიძულებს, რომ კონფრონტაციის პოლიტიკა ჩიხურია და დროა მან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა დაიწყოს. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ჩვენი მთავრობა ნელ-ნელა უარს ამბობს  საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ მისწრაფებათა საეჭვო მხარდაჭერაზე.

წყარო:


მასალების გადაბეჭდვის წესი