ახალი ამბები

შევუზღუდოთ ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლებს თანამდებობის დაკავების უფლება – დოლიძე

12 ივლისი, 2022 • 738
შევუზღუდოთ ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლებს თანამდებობის დაკავების უფლება – დოლიძე

პარტიის “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოში დეოლიგარქიზაციის გეგმა წარადგინა, რომლის თანახმადაც, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს პოლიტიკური თანამდებობების დაკავება უნდა შეეზღუდოთ. ეს გეგმა დოლიძემ დღეს, 12 ივლისს, თბილისის საკერბულოში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

აღნიშნულ გეგმას ის სთავაზობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზეც მუშაობს.

“პირები, რომლებმაც განავითარეს პროფესიული და პირადი სანდო ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან, მასთან კომპანიებში, მათ შორის ბანკ “ქართუში”, მუშაობის გზით, არ ექნებათ და არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაიტოვონ პოლიტიკური თანამდებობები ჩვენს ქვეყანაში.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესების თანამშრომლების მეშვეობით იმართება ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ძალიან დიდი ნაწილი. მსგავსი მიდგომების მაგალითები გვაქვს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გატარდა რეფორმები დეკომუნიზაციასთან მიმართებაში. ასევე გვაქვს მაგალითები ერაყში, სადაც გატარდა რეფორმები, როდესაც კონკრეტული პარტიის პირები აღარ დაიშვებოდნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე.

ჩვენ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა გავჭრათ ის ბერკეტები, რომლის მეშვეობითაც სხვა მეთოდებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს არაფორმალურ მმართველობას ჩვენს სახელმწიფოზე, მათ შორის უნდა შევზღუდოთ მის ბიზნესებში დღეს და ადრე მომუშავე ადამიანებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა”, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში აღნიშნული იდეა ტექნიკურად შესრულებადია.

ანა დოლიძის შეთავაზების მიხედვით თანამდებობებზე ვერ მოხვდებდონენ: ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ქარსელაძე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი