ახალი ამბები

თამარ მეფის გამზირზე ხანძარია

12 ივლისი, 2022 • 1147
თამარ მეფის გამზირზე ხანძარია

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ადგილიდან პირველადი ცნობებით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი თამარ მეფის 20 ნომერში, სამსართულიან კორპუსში, იტალიურ ეზოში გაჩნდა და მეზობელ კორპუსსაც გადაედო (#22-ს).

ხანძარი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ხანძრის დიკვიდაციის სამუშაოებს აგრძელებენ.

ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. სახანძროს წარმომადგენლის თქმითვე, ერთი პირი მსუბუქადაა დაშავებული. მისი თქმითვე, ჯამში, 6 ადამიანის, ევაკუაცია განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი