ახალი ამბები

ღარიბაშვილის წერილი ნიშნავს, რომ ივანიშვილს სანქციებმა მიუკაკუნა — გოცირიძე

12 ივლისი, 2022 • 976
ღარიბაშვილის წერილი ნიშნავს, რომ ივანიშვილს სანქციებმა მიუკაკუნა — გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, პრემიერ ღარიბაშვილის წერილი იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და არამარტო მას სანქციებმა კარებზე მიუკაკუნა.

„როგორ არა, ვხვდები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს შეხვედრები პოლიტიკური კი არა, ოჯახური ხასიათისააო. ვფიცავ მდინარე იორდანეს წმინდა წყალს, მხოლოდ სამკურნალო და სპორტულ საკითხებზე ვსაუბრობთო. „ქართუდან” და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული ხალხი მხოლოდ პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულები, მხოლოდ კონსტიტუციას ემონებიან და არა ივანიშვილსო, ანუ ოლიგარქიულ არაფორმალურ მართვასთან არა გვაქვს საქმეო. დანარჩენი ლაქუცობები და შიშებია, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ. ისე, ერთი ლეგიტიმური კითხვა თუ გაგიჩნდებათ, ვინ დაგნიშნათ მაშინ და ვინ მოგხსნათ მაშინ ან ვინ დაგნიშნათ ახლა და ვინ გაგაგდებთ ხვალ, როგორ ფიქრობთ, პასუხად რა იქნება? იტყვის, პარტიის ლეგიტიმური (როგორც ამბობენ ხოლმე) ორგანოო, ანუ პოლიტსაბჭოო. ვინ არის პოლიტსაბჭოში? ანტილიბერასტი რიჟვაძე აჭარიდან და ტიკარაძე ქუთაისიდან. რატომ ქუთაისიდან და არა საჩხერიდან? იმიტომ, რომ იგი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორია შეთავსებით. პრორექტორი მომხსნის მალე ღარიბაშვილს და არა ის ბრძენი კაცი, ბატონი ბიძინაო, ეს გავიგეთ იმ გრძელი წერილიდან, ბოლომდე წაკითხვა რომ არ მოგინდება“, — წერს გოცირიძე Facebook-ზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და, ამავდროულად, ამბობს, რომ ოლიგარქიაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.

ღარიბაშვილის ვრცელი წერილი ბიძინა ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი