ახალი ამბები

დონეცკში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

11 ივლისი, 2022 • 938
დონეცკში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასივ იარში ხუთსართულიან სახლზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ დროისთვის უკრაინელმა მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა საცხოვრებელ სახლზე იერიში 9 ივლისს მიიტანეს.

ჩასივ იარი დონეცკში მდებარე რამდენიმე ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც ბოლო დღეებში რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების ინტენსივობა გაიზარდა. რუსული ძალები რეგიონში უკრაინული წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი