დღეს ბათუმში კონცერტს გამართავს აშშ საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის როკ-ბენდი “Flagship”.
6-კაციანი ჯგუფის წევრები აშშ საზღვაო ძალების ფრეგატ “ჯონ ჰოლის” პირად შემადგენლობაში ირიცხებიან.
”ჯონ ჰოლი” საქართველოს პორტებში 14 აპრილს შემოვიდა და 18 აპრილამდე დარჩება.
გუშინ ”FLAGSHIP” -მა კონცერტი ფოთში გამართა.
ბათუმში კონცერტი სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში 20:30 საათზე გაიმართება და უფასო იქნება.