ახალი ამბები

UK-ის პრემიერობისთვის ლიზ ტრასიც იბრძოლებს

11 ივლისი, 2022 • 641
UK-ის პრემიერობისთვის ლიზ ტრასიც იბრძოლებს

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორთა პარტიის ლიდერობისა და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ლიზ ტრასი ბორის ჯონსონის მთავრობაში საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა უკრაინის ომის პირობებში, რა დროსაც მას პოპულარობა მოუტანა კრემლის კრიტიკამ.

ამ დროისთვის პარტიის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად ბძოლაში ჩართულნი არიან თანასწორობის ყოფილი მინისტრი კემი ბეიდინოხი, გენერალური პროკურორი სუელა ბრეივერმენი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანტი, ვაჭრობის მინისტრი პენი მორდონტი, ტრანსპორტის მინისტრი გრანტი შეპსი, ყოფილი კანცლერი რიში სუნაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, პარლამენტის წევრი ტომ თუგენდატი და კანცლერი ნადიმ ზაჰავი.

როგორ ირჩევენ პრემიერ-მინისტრს ბრიტანეთში 

როგორც უმეტეს წარმომადგენლობით დემოკრატიაში, გაერთიანებულ სამეფოშიც პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის, ან კოალიციაში შემავალი უდიდესი პარტიის ლიდერი ხდება.

დღევანდელი მოცემულობით ასეთი ძალა გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიაა.

პარტიის ლიდერად და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრად გასახდომად, კანდიდატი ჯერ უნდა წარადგინოს პარლამენტის სულ მცირე 8 დეპუტატმა.

მოგვიანებით იმართება კენჭისყრის პირველი რაუნდი, რა დროსაც კონსერვატორები ხმას აძლევენ საკუთარ კანდიდატებს. ის კანდიდატები, რომლებიც 18 ხმაზე ნაკლებს მოიპოვებენ, ბრძოლას ეთიშებიან.

ამის შემდეგ, კენჭისყრის მეორე რაუნდში, კანდიდატებმა მინიმუმ 36 ხმა უნდა მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დროსაც კარგავენ ლიდერად გახდომის შანსს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა კანდიდატმა შეძლო 36 ხმის მოპოვება, კენჭისყრას გამოეთიშება ყველა კანდიდატი.

პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მხოლოდ ორი კანდიდატი არ დარჩება.

მოგვიანებით, ორ კანდიდატს შორის საფოსტო ხმის მიცემით ლიდერს ირჩევს პარტიის წევრების დიდი კოლეგია, რომლებიც არ არიან მხოლოდ პარლამენტის წევრები.

გამარჯვებული კანდიდატი ხდება როგორც პარტიის ლიდერი, ისე ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.


პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი მთავრობა ათობით მაღალჩინოსანმა დატოვა, რადგან ჯონსონმა სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული კრის პინჩერი დააწინაურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი