ახალი ამბები

ბოლო რამდენიმე საათში სოფელ სამებასთან 6 მიწისძვრა მოხდა

11 ივლისი, 2022 • 1170
ბოლო რამდენიმე საათში სოფელ სამებასთან 6 მიწისძვრა მოხდა

11 ივლისს, დილის 6-დან 11 საათამდე შუალედში საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან, სოფელ სამებაში, 6 მიწისძვრა მოხდა.

ექვსივე მათგანის სიდიდე მეტი იყო სამ მაგნიტუდაზე.

პირველი მიწისძვრა 07:36 საათზე მოხდა, დღეს ყველაზე ძლიერი იყო და  4.8 მაგნიტუდის სიდიდისა.

მას მოჰყვა მიწისძვრები

  • 09:10 საათზე – 4.7 მაგნიტუდა
  • 09:18 საათზე – 3.1 მაგნიტუდა
  • 05:47 საათზე – 3.3 მაგნიტუდა
  • 10:14 საათზე – 3.2 მაგნიტუდა
  • 10:24 საათზე – 3.7 მაგნიტუდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გახშირებული მიწისძვრების გამო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ზოგადად ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.

მაგალითად, მხოლოდ 2021 წლის ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში ჯავახეთის ქედზე 1 115 პატარა მიწისძვრა მოხდა.

მისი თქმით, ეს ექსპერტებისთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება.

ვრცლად გირჩევთ ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი