ახალი ამბები

რუსეთ-ევროპის მთავარი გაზსადენი დროებით წყვეტს მუშაობას

11 ივლისი, 2022 •
რუსეთ-ევროპის მთავარი გაზსადენი დროებით წყვეტს მუშაობას

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ (Nord Stream), რომელიც ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, მინიმუმ 10 დღით შეწყვეტს მუშაობას.

მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოები მოელიან, რომ მილსადენი რუსეთ-უკრაინის ომის გამო 10 დღეზე მეტი ხნით გაჩერდება.

მილსადენით რუსეთი ევროპის სახელმწიფოებს 55 მილიონ კუბურ მეტრ აირს აწვდის.

გასულ თვეში რუსეთმა აირის მიწოდება 40 პროცენტით შეამცირა, მიზეზად კი დაასახელა გერმანული კომპანია Siemens Energy-ს მიერ საქაჩი ტურბინის მიწოდებისას შეფერხება. კომპანია ტურბინას კანადაში არემონტებდა.

კანადის განცხადებით, რუსეთს ტურბინას დაუბრუნებს, თუმცა ენერგეტიკის სექტორზე სანქციებს შეინარჩუნებს.

ევროპაში ასევე შიშობენ, რომ რუსეთი გაახანგრძლივებს მილსადენზე სამუშაოებს იმ მიზეზითაც, რათა ხელი შეუშალოს მარაგების შექმნას, ამით კი ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გააღრმაოს.

უკრაინის ომის დაწყებამდე, დაგეგმილი იყო ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება, თუმცა კრემლისთვის დაწესებული სანქციების გამო ეს პროექტი შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი