ახალი ამბები

ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელიც შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა – „ათინათი“

8 ივლისი, 2022 • 765
ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელიც შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა – „ათინათი“

ადგილობრივი გამოცემა „რადიო ათინათი“ იუწყება, რომ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა.

რადიო წერს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 8 ივლისს, საღამოს მოხდა და მამაკაცს ხელში დანა ეჭირა.

„შემოგვესმა ბავშვების განწირული ხმა, დედას უშველეთო, გამოვვარდით. ზუსტად ამ დროს გამოიარა პატრულმა და დააკავა“, – ციტირებს რადიო ერთ-ერთ თვითმხილველს.

კიდევ ერთი თვითმხილველი, ნიკა ლაშხია ფეისბუკზე წერს:

„სრულიად შემთხვევით აღმოვჩდი … ინციდენტის თვითმხილველი. შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში მოსაკლავად მისდევდა მას“.

მასალა განახლდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.