ახალი ამბები

„ჩავიდა და მიაჩმორა“ – სენაკში „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ღარიბაშვილსა და ჯონსონზე

8 ივლისი, 2022 • 1967
„ჩავიდა და მიაჩმორა“ – სენაკში „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ღარიბაშვილსა და ჯონსონზე

სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ ბორის ჯონსონისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა და ასე გამოეხმაურა ბორის ჯონსონის წასვლას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან:

„მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი, ესეც ასე. ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გადააყენა“.

ფოტო, რომელსაც ქარდავა ავრცელებს, გადაღებულია 29 ივნისს მადრიდში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა და მისთვის „ხელსაყრელ დროს“ საქართველოში მოიწვია.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტს ტოვებს.


„ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე რამდენიმე კვირაა, ავრცელებენ კონსპირაციის თეორიას, რომ საქართველოში „გარკვეულ ძალებს“ „მეორე ფრონტის გახსნა“ სურთ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე ამბობენ, თითქოს საქართველო „ისჯება“ იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი