ახალი ამბები

დროა, საქართველოს მთავრობა თავის მართლების ნაცვლად, პირობების შესრულებას შეუდგეს — ლექსმანი

7 ივლისი, 2022 • 676
დროა, საქართველოს მთავრობა თავის მართლების ნაცვლად, პირობების შესრულებას შეუდგეს — ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) (ქრისტიან-დემოკრატები, სლოვაკეთი) ამბობს, რომ დროა, სუსტი თავის მართლების ნაცვლად, საქართველოს მთავრობა საქმეს შეუდგეს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება. დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს დააკმაყოფილებს.

„ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დადგა დრო, რომ საქართველოს მთავრობა [პირობების] შესრულებას შეუდგეს, ნაცვლად სუსტი თავის მართლებისა“, — წერს ლექსმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი